ჯანმრთელი სიცოცხლე

#2 (02) 2004

საქართველოს პირველი ლედი ნამდვილი ლედია
ამონარიდი სტატიიდან


6-7 წლის წინ სანდრა რულოვსმა საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,SOCO დააარსა. თავიდან მათი მოღვაწეობა მცირე პროექტებით შემოიფარგლებოდა, ძირითადად განათლების სფეროში. ,,სკოლებისათვის ვიძენდით სახელმძღვანელოებს, ინტერნატებისა და სპეც სკოლებისათვის ვაწყობდით ექსკურსიებს. თანდათან გავფართოვდით. ახლა არა მხოლოდ განათლების, არამედ ჯანდაცვის სფეროშიც ვმუშაობთ”,- ყვება ქალბატონი სანდრა.
,,SOCO”-ს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ამა თუ იმ საკითხის შესახებ ხალხის ცოდნის ამაღლებაა. მაგალითისთვის, მოსახლეობას არ აქვს სწორი ინფორმაცია შიდსის, ეპილეფსიის, ტუბერკულიოზისა და სხვა ავადმყოფობების შესახებ ამიტომ დაავადებულებს მეტისმეტად უფრთხიან და საზოგადოებისაგან რიყავენ კიდეც. სწორედ ამას ებრძვის ,,SOCO”-ს პროგრამა ,,ანტისტიგმა”, რომელიც მოსახლეობას შიდსის, ეპილეფსიის, ტუბეკულიოზის, ფსიქიატრიული დაავადებების სიმფტომებსა და გავრცელების გზებს აცნობს. ,,SOCO აქტიურად თანამშრომლობს შიდსისა და სხვა კვლევით ცენტრებთან, ატარებს სემინარებს, ძირითადად რეგიონებში, სადაც მოსახლეობა უფრო ნაკლებადაა ინფორმირებული. ქალბატონი სანდრა ამბობს: ,,ქრისტიანული თანადგომა - ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი მოტივაცია”.
მაისში პრეზიდენტის მეუღლე სამცხეთ-ჯავახეთს ეწვია. მოინახულა ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი ,შეხვდა ხალხს და, როგორც თვითონვე აღნიშნა ღიმილით ცოთა სომხრიც ისწავლა. პირველმა ლედიმ საკუთარი თვალით ნახა, როგორ ცხოვრობს ხალხი, დაათვალიერა სკოლება და ახლა ზუსტად იცის, ვის ჭირდება მისი დახმარება ყველაზე მეტად. მისი თქმით ვარდების რევოლუციის შემდეგ ინტერესი საქართველოსადმი გაიზარდა და რაც დრო გავა სპოსნორებიც მომრავლდებიან. მანამდე კი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა აღრიცხვიანობის მოუწესრიგებლობაა. ქალბატონი სანდრა ამ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტროსთან. პირევლი ლედის თქმით, ,,აუცილებელია აღრიცხვიანობის მოწესრიგება ინფორმაციის განახლება. ინვალიდობის დამადასტურებელი და სხვა მსგავსი დოკუმენტები წარსულში ხანდახან იყიდებოდა. ცხადია, ეს თანხების არა მიზნობრივ ხარჯვას იწვევს. სახელმწიფოს მატერიალური რესურსები უნდსა მოხმარდეს ხალხს, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მაგალითად, ჩვენმა ორგანიზაციამ სააღდგომოდ იძულებით გადაადგილებულთა ოჯახების დახმარება მოინდომა. ლტოლვილთა და განსახლებსი სამინისტროდან მოვითხოვეთ სიები გადავამოწმეთ და აღმოჩნდა 50 ოჯახიდან მხოლო 7 სჭირდებოდა დახმარება, 43 კი საკმაოდ კარგ პირობებში ცხოვრობდა. მე მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ ვფიქრობ, ბიუჯეტი პირველ ყოვლისა ყველაზე გაჭირვებულ ფენას უნდა მოხმარდეს.
,,SOCO თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან, ჯანდაცვის სამინისტორსთან, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მას თითქმის ყველა რეგიონში ყავს პარტნიორი ორგანიზაცია”.
ფილიალების გახსნას ქალბატონ სანდრას ის ურჩევნია, მთელ საქართველოში ჰქონდეს პარტნიორთა ქსელი. ,,მათთვის პირველი ლედის სახელი შეიძლება სპონსორთა პოვნის თვალსაზრისით იყოს სასარგებლო, ჩვენ კი ისინი ინფორმაციის კოორდინირებაში გვეხმარებიან. ეს ორმხრივი თანამშრომლობაა”, - ამბობს ქალბატონი სანდრა. ოქტომბერში პირველ ლედის პარტნიორთა ქსელის კონგრესის ჩატარება აქვს გამიზნული.
ჩვენთან საუბრისას ქალბატონმა სანდრამ განსაკუთრებით დაზღვევაზე გაამახვილა ყრადღება. ,,თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ დაზღვევა აუცილებელია. პიროვნებამ, რომელსაც მეტნაკლებად სტაბილური შემოსავალი აქვს უნდა იზრუნოს, რომ მოულოდნელი შემთხვევებისაგან დაიზღვიოს თავი. ვფიქრობ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდება და საშუალო ფენაც ნელ-ნელა გაიზრდება. მინდა მოსახლეობას აუხსნა რისთვის არის საჭირო დაზღვევა. მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში იმაზე ვიმუშავებ რომ სტაბილური შემოსავლის მქონე ყოველმა პიროვნებამ თვითონვე მოისურვოს სადაზღვეო პოლისის შეძენა. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ იგი სისტემის ნაწილია და ის მცირე გადასახადი, რომელსაც ყოველთვიურად იხდის დღეს სხვას ეხმარედა ხვალ კი შეიძლებას თვითონვე დასჭირდეს”.
ქალბატონი სანდრა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე მუშაობს. ეს გახლავთ მკერდის კიბოს პროფილაქტიკა, რომელიც, მისი თქმით, 30% ამცირებს ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენის ალბათობას. პრეზიდენტის მეუღლე აპირებს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველ ქალბატონებთან ერთად სამხრეთ კავკასიისთვის მკერდის კიბოს პროფილაქტიკის პროექტი შეიმუშაოს. ტრანს ნაციონალური პროექტი დონორი ორგანიზაციების მოზიდვას გააადვილებს და შესაბამისად დაფინანსებაც კარგი იქნება.

ლიკა კაპანაძე
 

 

 
 

 

 მთავარი გვერდი                    პროექტები                    პრესა                    კონტაქტი