
მიმდინარე პროექტები
- 2019 წლიდან საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი SOCO-ს სარეაბილიტაციო სახლი, ემსახურება 6 წლიდან 18 წლის ჩათვლით შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს. 2023 წლისათვის დღის ცენტრის ბენეფიციართა რაოდენობა შეადგენს 11-ს.
ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე და ბავშვებზე მორგებული კონკრეტული ინვენტარით. ცენტრში უკვე მოეწყო სენსორული ოთახი და სენსორული ბილიკი, რომლითაც ცენტრის ბავშვები აქტიურად სარგებლობენ. კეთილმოწყობილი ეზო ბავშებს საშუალებას აძლევს დღე გაატარონ აქტიურად, პროდუქტიულად, საინტერესოდ და, რაც მთავარია, უსაფრთხოდ. ცენტრის შინაური ცხოველები და ფრინველები დამატებით ქმნიან მეგობრულ გარემოს