
პოსტსკრიპტუმი
# 38 (296) 1 – 7 ნოემბერი, 2004 წელი
,,დამიბრუნეთ თვალის ჩინი!”
ხონის სათნოების სახლი 1997 წლიდან არსებობს და ამჟამად 166 მოხუცს ემსახურება, 1999 წლის 6 მაისიდან აქ მყოფ მოხუცებს ყოველდღიური სადილით უმასპინძლდებიან.
როგორც სათნოების სახლის დირექტორი, თამრიკო გენძეხაძე, აღნიშნავს: ,, კვების რაციონი თვეში ერთელ ხორცს ითვალისწინებს, ოთხშაბათს და პარასკევს თავად მოხუცები მარხვას იცავნე და ჩვენც სადილს შესაბამისად ვურჩევთო. სათნოების სახლი ადგილობრივი პროგრამიდან ფინანსდება და ყოველთვიურად ბიუჯეტიდან 750 ლარს ვიღებთ, რაც პროდუქტის შეძენისთვის იხარჯება. თუმცა, ლობიოს ფული არ შედის. ასევე ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.’’
სათნოების სახლი სხვადასხვა სახის დახმარებას ინვალიდ მოხუცებსა და ბავშვებსაც უწევს. ამის დასტურია რაიონში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,SOCO”-ს მიერ 7 ინვალიდის ეტლის ჩამოტანა და დარიგება.
,,2004 წლის 15 აპრილს მივმართე ამ ორგანიზაციას წერილით სადაც ვწერდი რომ დაინტერესებულიყვნენ და გაცნობოდენ ათნოების სახლის მუშაობას. მათგან დაინტერესება მაშინვე ვიგრძენი და შედეგიც დროულად მივიღე. ვინც პირველად დაინტერესდა ჩვენი მუშაობით ორგანიზაცია ,,SOCO”-ს წარმომადგენელი ანა ჩაჩხუნაშვილია, რომელმაც პირველეტაპზე გამოგზავნილი 3 ინვალიდის ეტლი თავად დაარიგა. ასევე სათნოების სახლს რამდენიმე სახის მედიკამენტი აჩუქა”. – იხსენებს სათნოების სახლის დირექტორი. ხონში გასულ კვირას ინვალიდის ეტლის კიდევ რთი ეგზემპლიარი ჩამოვიდა და იგი სოფელ ნახახულევის მცხოვრებს, ვაჟა ჯოხიძეს გადასცეს, მას ოროვე ქვედა კიდური მოკვეთილი აქვს და საჩუქარი უემოციოდ ვერ მიიღო. ვაჟა ჯოხიძეც და სხვებიც პირველი ჯგუფის ინვალიდები არიან და არ აქვთ ქვედა კიდურები. მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება და საჭიროებენ ინვალიდის ეტლს. დახმარების გაწევის სფერო შეზღუდული არ არის. როგორც თამარ გენძეხაძე აღნიშნავს: ,, ჩვენ ეტლებით დავეხმარეთ არა მარტო მკვიდრ ხონელებს, არამედ დევნილებსაც”.
ყოველივე ამის შემდეგ ორგანიზაცია ,,SOCO”-ს ხელმძღვანელს, საქართველოს პრეზიდენტის მეუღლეს ქალბათონ სანდრა რულოვსს დასაჩუქრებულმა ინვალიდებმა სამადლობელო წერილი სათნოების სახლის დირექტორის ხელით გაუგზავნეს.
რაიონში დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ნინელი ნაჭყებია ორ ინვალილდს მამასა და ძმას უვლის. მათ საჩუქარი პირველსავე ჩამოტანაზე მიიღეს. თუმცა თავად ნინელი მხედველობის დაქვეითებას უჩივის და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. ,, გთხოვთ დამიბრუნოთ თვალის ჩინი, რომელიც ამდენმა შიშმა და ნერვიულობამ დამიკარგა”. – წერს იგი პრეზიდენტის მეუღლეს. თუმცა პირველ ეტაპზე მან დახმარებისთვის სათნოების სახლის დირექტორს მიმართა. როგორც თამარ გენძეხაძე: ,,ვფიქრობ, ამ როგანიზაციის დახმარებით მას შესაძლოა გამოკვლევა ჩაუტარდეს, რის შემდეგაც ოპერაციაც გაუკეთდება”.
სათნოების სახლის დირექტორს ამავე ორგანიზაციაში კიდევ ერთი პროგრამა აქვს წარდგენილი, რომელიც მშობელთა მზრუნველობა მოკლებული ობოლ ბავშვთა კვების ბლოკის გახსნას ითვალისწინებს. სავარაუდოდ კვების ბლოკი 30 ბავშვს მოემსახურება, თუმცა, ეს – მომავლისთვის...
დღეს კი სათნოების სახლის 165 პენსიონერი და ინვალილდი პირველი ლედის მოლოდინშია, რათა გაწეული დახმარებისთვის მადლობა პირისპირ უთხრან და იქვე თავიანთი კიდევ მრავალი პრობლემის მოგვარების გზებზეც ისაუბრონ.
მარიკა ვაჭარაძე