
საქართველოს რესპუბლიკა
#143 3 ივნისი, 2003 წელი
ჩვენ გულით გვესმის
დღეს ბევრს საუბრობენ უნარშეზღუდულ ბავშვთა პრობლემებზე, მათ ჯანმრთელ თანატოლებთან გათანაბრებაზე. ადამიანების გარკვეული ნაწილი ჩააფიქრა კიდეც თავისივე გენეტიკური კუთვნილების ყრუ-მუნჯ ბავშვთა ყოფამ და მათი საზოგადოებაში სოციალიზაციის გზების ძიება დაიწყო.
ამის დასტურია ის ლამაზი დღე, რომელის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დრეს ფონდ ,,საქართველოს თანატოლებმა”(თავმჯდომარე ზურაბ ტატინაშვილი) და საქველმოქმედო კავშირმა ,,იმედი” (თავმჯდომარე მარინა ზირაქიშვილი) პატარებს აჩუქა.
თოჯინების სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობამ დარბაზი უსასყიდლოდ დაუთმო და ლამაზი სპექტაკლი მიუძღვნა ამ შესანიშნავ ღონისძიებას, რომლის მიზანსაც საზოგადოებისთვის სმენადარღვეული ბავშვების, როგორც მისი სრულუფლებიანი წევრების წარდგენა წარმოადგენდა. ფინანსური დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაცია ,,SOCO” ფოუნდატიონ” ახორციელებდა.
ღონისძიების სულისჩამდგმელებმა წარმოდგენილი რეპერტუარით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს რამდენად დიდი პოტენციალია ამ ბავშვებში, აჩვენეს როგორ ოცნებობენ ისინი. მათ არ სჭირდებათ სიბრალული, სჭირდებათ მხოლოდ საზოგადოებსი მხრიდან სრულუფლებიან წევრად აღიარება, მიზანმიმართული მუშაობა მათი რეაბილიტაციისათვის და დღეს თუ ხვალ ისინი თავისივე ქვეყნის სამსახურში ჩადგებიან. ამისათვსი აუცილებელია მათში არსებული შესაძლებლობების განვითარება და არა დაკნინება.
ძნელია იცოდე პრობლემის გადაჭრის უამრავი გზა და არ შეგეძლოს მათი განხორციელება, უფრო რთულია მაშინ, როცა ისინი საკუთარ ნაკლს გააცნობიერებენ და ჩვენ მშობლებს გავიძნელდება მათი საყვედურებით სავსე თვალებში ჩახედვა და კითხვაზე: ,,რატომ არაფერი იღონეთ ჩემი ცხოვრების შესაცვლელად”, პასუხის გაცემა – აღნიშნა უნარშეზღუდულ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა დაცვის საქველმოქმედო კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ ეკა თორთლაძემ.
უდავოდ, სმენადაქვეითებულებს არ უნდა ჰქონდეთ ცალკე სამყარო, XXI საუკუნეში ყრუ-მუნჯობა აღარ უნდა იყოს პრობლემა, როდესაც მსოფლიოში უამრავი ტექნოლოგია იქმნება სმენის დარღვევის კომპენსაციისათვის, ბევრი მეთოდია დანერგილი მეტყველების განვითარებისთვის. სმენადარღვეულ ბავშვებს შეუძლიათ ზეპირი მეტყველების დაუფლება და ჩვენ, ადამიანები, რომელსაც კავშირი გვაქვს მათთან, ვალდებული ვართ ყველანაირი პირობა შეუქმნათ საამისოდ. ისინიც სიცოცხლისა და ბედნიერებისთის მოევლინენ ქვეყანას, მათაც აქვთ ისეთივე უფლებები, როგორც ჟანმრთელ თანატოლებს და რატომ უნდა უშლიდეს ამაში ხელს საზოგადოება.
მაია ასაკაშვილი