
რეზიუმე
#10 (161) მაისი , 2000 წელი
სკოლა, სადაც არასოდეს ისმის მოსწავლეთა ჟრიამული
ამონარიდი სტატიიდან
ქუთაისში ფუნქციონირებს ერთი უჩვეულო სკოლა, სადაც მოსწავლეთა ჟრიამული არასოდეს ისმის. ეს სკოლა მხოლოდ ამით არაა ყველასგან განსხვავებული; აქ მოსწავლეს არასოდეს სჯიან არც უდისციპლინობისთვის, არც გაკვეთირების არცოდნისთვის, უბრალოდ თბილად და წყნარად მიუტითებენ შეცდომაზე. უჩვეულოა მასწავლებლის და მოსწავლის დამოკიდებულებაც – განსხვავებულად მეგობრული და მშობლიური. აქ თითოეულლი მოძრაობაც კი განსხვავებული აზრისა და მნიშვნელობის მატარებელია, ორმაგი სიფრთხილე და პროფესიონალიზმი ჭირდება ყველა მასწავლებელს.
საუბარია ქუთაისის ყრუ ბავშვთა სკოლა-ინტერნატზე, რომელიც დღემდე სწორედ იმიტომ ახერხებს არსებობას, რომ ამ ქვეყნად არსებობს კეთილი ადამიანები, რომლებსაც უანგაროდ შეუძლიათ მოყვასზე ზრუნვა. ისინი სკოლა-ინტერნატის აღმზრდელ მასწავლებლებთან ერთად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მოსწავლემ სრულფასოვან ადამიანად იგრძნოს თავი.
სახელმწიფო თითქმის არ ზრუნავს ყრუ ბავშვთა სკოლა ინტერნატზე. ყოველწლიურად ამცირებს მისი არსებობისთვის გამოყოფილ თანხებს და როგორც წესი, ამ თანხის ნახევარს ღებულობს ბოლოს ინტერნატი. მიუხედავად ამიოსა ის მაინც ფუნქციონირებს და იდი ერთადერთია დას. საქართველოში. მისი არსებობაც აუცილებლობითაა გამოწვეული.
ყრუ ბავშვთა სკოლა-ინტერნატის თავისებური ცხოვრების რიტმში უკეთ გასარკვევად, ,,რეზიუმემ” ინტერვიუ ამ სკოლის დირექტორს ბ-ნ ვახტანგ ჩაკვეტაძეს სთხოვა.
რომელი ჰუმანიტარული ორგანიზაციები ეხმარებიან თქვენს სკოლა-ინტერნატს?
უპირველეს ყოვლისა მ. სააკაშვილის მეუღლე ქ-ნ სანდრა რულოვსი, რეგულარულად გვეხმარება. მისი ინიციატივით გაარემონტეს 2 ოთახი, მოგვიწყვეს კლუბი, მოგვამარაგეს სკამებით, რეგულარულად გვაწვდის კვების პროდუქტებსა და ტანსაცმელს. მისივე ინიციატივით ეწყობა ორი ექსკურსია – 18 მაისს საჩხერეში და 20-21 მაისს უფროსკლასელთათვის- გარეჯში. ქ-ნ სანდრას გარდა გვეხმარება ორგანიზაცია ,,წითელი ჯვარი”, გაეროს სასურსათო პროგრამით; ხშირად ქუთაისის ლიმონათის ქარხანა გვაწვდის ლიმონათს; საკონსერვო ქარხანასთან არსებული ფირმა ,,ჯუკა” დროდადრო გვაწვდის ნაყინს; დიდ ჰუმანიტარულ დახმარებას გვიწევს კათოლიკური ცენტრის ,,კა რიტასის” ქუთაისის ფილიალი, რომლის დამფუძნებელია პადრე გაბრიელ ბაგატინი. ამ ცენტრის წარმომადგენელი დედა ლორედინა მონეტი, ხშირად ჩამოდის ჩვენთან. გადმოგვცეს ორი კომპიუტერი, ბავშვთა სათამაშოები და კვების პროდუქტები.
ცაგო ქარჩხაძე