
ფონდი SOCO საქმიანობას ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით 1998 წლიდან როგორც ადგილობრივი საქვემოქმედო-ჰუმანიტარული ორგანიზაცია. მისი მოღვაწეობა ფართო სპექტრს მოიცავს: სოციალური, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ა.შ.
ფონდის მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული აქტივობებია:
მატერიალური დახმარება მრავალშვილიანი ოჯახების, სკოლების, დღის ცენტრებისა და სამედიცინო დაწესებულებებისთვის; სტიპენდიები სტუდენტთათვის გაჭირვებაში მყოფი ოჯახებიდან; SOCO-ს სამედიცინო მობილური ჯგუფის მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობის უფასო მომსახურეობა დიაგნოსტიკის, კონსულტირების და მედიკამენტების გაცემის გზით. ახალშობილების ”სასტარტო სასაჩუქრე პაკეტებით” უზრუნველყოფა სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან; რეპროდუქციული ჯანმრთელობა და ახალშობილებზე ზრუნვა; სამედიცინო პერსონალის (რადიოლოგების, ნეონატოლოგების, სამეანო მედდების და სხვ.) პროფესიონალური ცოდნის ამაღლება; რეპროდუქციული სისტემის ონკოლოგიურ დაავადებათა ადრეული პრევენცია; ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა; ფეხმძიმე ქალბატონებისა და მთლიანად საზოგადოების ინფორმირება რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ; კონსულტაციები და მკურნალობა ეკონომიურად გაჭირვებული უშვილო წყვილებისთვის; იშვიათი დაავადებების მქონე პირთა და თვითდახმარების ჯგუფების დახმარება წამლებით, საინფორმაციო სემინარებით, სპეციალური საკვები დანამატებით, ეტლებით და სხვა შესაბამისი მოწყობილობებით, შშმპ-თვის სარეაბილიტაციო სერვისითა და დიაგნოსტიკით.
ფონდის ორგანიზებით სხვადასხვა დარგის ცნობილ ქირურგთა საერთაშორისო-ჰუმანიტარული მისიების („Healing the Children” , „The Little Wings Foundation”) ვიზიტი საქართველოში და ბავშვთათვის ქირურგიული ოპერაციების განხორციელება უროლოგიურ, ოტოლარინგოლოგიურ, სახისა და კისრის მიდამოს პათოლოგიებზე, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაციებზე. უამრავი კულტურული, სპორტული თუ საგანმანათლებლო აქტივობები.....
2019 წლის შემოდგომიდან ფუნქციონირებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი SOCO-ს სარეაბილიტაციო სახლი ზუგდიდში. https://bit.ly/3MI4JlK
ფონდი SOCO-ს დამფუძნებელი და დირექტორი: სანდრა ელისაბედ რულოვსი
პროექტების კოორდინატორი: ზეინაბ ბერიაშვილი
ფინანსური მენეჯერი: მაია დანელია