
პროექტები 2021
- 2019, 2020, 2021 წლებში ხორციელდება ყოველწლიური კონტრიბუცია ზუგდიდის სარეაბილიტაციო სახლის განვითარებისათვის ჰოლანდიური ფონდის- SHARITY Fund, Eindhoven დახმარებით
- ფონდი SOCO აგრძელებს სასტიპენდიო პროგრამას 2020-2021 წლებშიც და ამ სასწავლო წელს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებლის 10 სტუდენტს უზრუნველყოფს სტიპენდიით 8 თვის მანძილზე. აქედან 7 სტუდენტი გახლავთ ,,მალხაზ მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდიის"" მფლობელი (აქედან 6 პანკისის ხეობიდან და ერთი ზუგდიდიდან) და 3 ,,რატის სამყურაშვილის სახელობის" სტიპენდიატი ჭიათურის რაიონიდან.
- ფონდი soco-ს 2 სასწავლო გრანტი 2018-2021 წლებისთვის ნიდერლანდებში (რუზველტის უნივერსიტეტის კოლეჯი, მიდელბურგი (www.ucr.nl)). სტიპენდია მოიცავს სწავლების სრულ საფასურს, ვიზის ხარჯებს, დაზღვევასა და სახელმძღვანელოებს.
- ყოველთვიური ინდივიდუალური დახმარების გაწევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 6 ოჯახისთვის