
პროექტები 2020
- ფონდი SOCO აგრძელებს სასტიპენდიო პროგრამას 2020 ამ სასწავლო წელს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებლის 10 სტუდენტს უზრუნველყოფს სტიპენდიით 8 თვის მანძილზე. აქედან 7 სტუდენტი გახლავთ ,,მალხაზ მაჩალიკაშვილის სახელობის სტიპენდიის"" მფლობელი (აქედან 6 პანკისის ხეობიდან და ერთი ზუგდიდიდან) და 3 ,,რატის სამყურაშვილის სახელობის" სტიპენდიატი ჭიათურის რაიონიდან.
- ფონდი SOCO-ს სარეაბილიტაციო სახლი ზუგდიდში ოფიციალურად გაიხსნა (14.10.2020). აღმაშენებლის ქუჩაზე ამ დღიდან იმ ცერემბრალური დამბლის დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის, რომლებსაც ქალაქში გაჩერებისა და ტრანსპორტირების პრობლემა აქვთ, მათთვის აუცილებელი ყველა პირობაა შექმნილი. ეს ის კატეგორიაა, რომლებიც ზუგდიდში, გორკის ქუჩაზე მდებარე ნეიროგანვითარების ცენტრში გადიან მკურნალობას, სამედიცინო სარეაბილიტაციო კურსის განმავლობაში ამ სახლში 4 ბენეფიციარი და მათი მშობელი უფასო სამჯერად კვებას და ტრანსპორტის მომსახურებას მიიღებს. მულტიფუნქციურ ცენტრში სამომავლოდ საზღვარგარეთიდან ექიმების ჩამოყვანა და ასევე დღის ცენტრის გახსნაც იგეგმება, სადაც ბავშვები სხვადასხვა უნარ-ჩვევებს შეისწავლიან. სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას ადგილობრივებთან ერთად უცხოელი სტუმრებიც ესწრებოდნენ.
-
- ფონდი soco-ს 2 სასწავლო გრანტი 2018-2021 წლებისთვის ნიდერლანდებში (რუზველტის უნივერსიტეტის კოლეჯი, მიდელბურგი (www.ucr.nl)). სტიპენდია მოიცავს სწავლების სრულ საფასურს, ვიზის ხარჯებს, დაზღვევასა და სახელმძღვანელოებს.
- მუკოვისციდოზით დაავადებული ბავშვებისთვის წელიწადში რამდენჯერმე მედიკამენტ კრეონით დახმარება
-
2020 წლის 13 ივნისს ფონდმა SOCO-მ მუკოვისციდოზის მქონე 19 ბენეფიციარს (17 ბავშვებს და 2 ახალგაზრდას) როგორც ყოვლთვის დახმარების სახით გადასცა მედიკამენტი კრეონი (რომლის მოწოდებისთვის დიდ მადლობას ვუხდით ,,ავერსს") და საჩუქრები.
-
7 თებერვალს ფონდმა SOCO-მ მუკოვისციდოზის მქონე 18 ბენეფიციარს (16 ბავშვებს და 2 ახალგაზრდას) კვლავ დახმარების სახით გადასცა მედიკამენტი კრეონი. ასევე ,,დაბე" ჯგუფის თანასპონსორობით მათ ტკბილეულის ამანათებიც დაურიგდათ
- 27 იანვარს საქველმოქმედო -ჰუმანიტარული ფონდი SOCO და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი სანდრა ელისაბედ რულოვსის ხელმძღვანელობით, ასევე ალექსანდრე ქობალია და შპს ავერსი ზუგდიდში 50-მდე სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, მარტოხელა და დევნილ ოჯახს საახალწლო ამანათებს გასცემს. თითოეული ოჯახისთვის განკუთვნილია შაქარი, წიწიბურა, სპაგეტი, შოკოლადი, ბარდა, მაკარონი, ჩაი, შედედებული რძე, ფქვილი, ტომატ-პასტა, ბრინჯი, მაიონეზი, კაკაო, თევზის კონსერვი, ზეთი, ორცხობილა, კიტრის მარინადი, კარაქი, შვრია, ლ...იმონათი, ვაფლი, ავერსისგან პირველადი მოხმარების მედიკამენტები, ხოლო ბავშვებისთვის სათამაშოები. ბენეფიციართათვის ნობათი აღმაშენებლის ქუჩაზე, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში გაიცა, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „soco“ -ს დამფუძნებელმა სანდრა რულოვსმა გასული წლის ოქტომბერში გახსნა. ფონდი SOCO სოციალურად დაუცველებზე დახმარებას წელიწადში ორჯერ – ახალ წელს და აღდგომაზე გასცემს.