
-
აგვისტოს დასაწყისში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პენსიონრებისთვის ფონდი soco-ს ეგიდით სამდღიანი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ჰოლანდიელი ოფთალმოლოგი ვრანკ ეიზებარდსი , რომელმაც უმწეო სტატუსის მქონე პენსიონერებს უფასო კონსულტაციები ჩაუტარა, საჭიროების შემთხვევაში, უფასოდ დაუმზადებს მხედველობაზე მორგებულ სათვალეს. ვრანკ ეიზებარდს სურვილი აქვს ისევ ჩამოვიდეს ზუგდიდში და აქაურებს დაეხმაროს.აქციას შეუერთდა მაღაზია ნიუ-ოპტიკა, სადაც მიმდინარეობდა მოქალაქეების გასინჯვა ( დაახლოებით 80-მა ადამიანმა მიიღო მომსახურება)
ამ აქციის შესახებ ინფორმაცია ჰოლაინდიურ პრესაშიც გამოქვეყნდა
-
6 მარტს ფონდმა SOCO-მ მუკოვისციდოზით დაავადებულ 20 ბენეფიციარს (ძირითადად ბავშვებს) კვლავ დახმარების სახით გადასცა მედიკამენტი კრეონი
- 2019 წლის 2-5 მარტს ფონდი SOCO-ს დირექტორის სანდრა ელისაბედ რულოვსის მოწვევით საქართველოს ესტუმრა პოლონელი ფიზიოთერაპევტი ქალბატონი ალექსანდრა (ოლა) იზიდორჩიკი. 2 მარტს ქუთაისში ფონდი Breath-ის საოჯახო ტიპის სახლის 3 ბენეფიციარი მოინახულა, ხოლო 3 და 4 მარტს ზუგდიდში შშმ ბავშვთა სკრინინგი ჩაატარა, სადაც ამ ორი დღის განმავლობაში 35-მდე პაციენტი მიიღო, მათ შორის რამდენიე რთულ პაციენტს ოჯახში ესტუმრა და ადგილზე შეამოწმა. 5 მარტს კი მოინახულა ადგილობრივ სარეაბილიტაციო ცენტრი (NDC) და შესაბამ...ის სპეციალისტებს ,,მასტერ კლასი" ჩაუტარა.