
-
2018 წლის 15-16 დეკემბერს საქველმოქმედო-ჰუმანიტარულმა ფონდმა SOCO-მ ერთდროულად ორი საქველმოქმედო აქცია განახორციელა 2 სხვადასხვა რეგიონში (სამეგრელოსა და იმერეთში). კერძოდ, ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 40 სოციალურად დაუცველ და მარტოხელა ოჯახს დახმარების სახით გადასცა სურსათის ამანათები, ხოლო ფონდის მობილური სამედიცინო ჯგუფი კვლავ ეწვია ბაღდათის რაიონს და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა 350-მდე უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს ფერსათისა და მეზობელი სოფლების მოსახლეობას და დახმარების სახით გადასცეს შესაბამისი მედიკამენტები, ბავშვებსა კი კანფეტები და სათამაშოები. მობილური ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, გინეკოლოგი, კოლპოსკოპისტი და ექოსკოპისტი.
-
ფონდმა SOCO-მ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს 1 ივნისს მუკოვისციდოზის მქონე 22 ბენეფიციარს (18 ბავშვებს და 4 ახალგაზრდას) კვლავ დახმარების სახით გადასცა მედიკამენტი კრეონი. ასევე ,,დაბე" ჯგუფის თანასპონსორობით მათ ტკბილეულის ამანათებიც დაურიგდათ, ხოლო პატარებს საჩუქრებიც გადაეცათ.
- საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი SOCO-ს დირექტორი ქ-ნი სანდრა ელისაბედ რულოვსი 29 მაისს ზუგდიდს ეწვია და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ 20 ოჯახს საჩუქრად გადასცა კვების პროდუქტების ამანათები (ამანათში შედიოდა: შაქარი, წიწიბურა, სპაგეტი, ბარდა, მაკარონი, ვერმიშელი, ჩაი, ბრინჯი, კაკაო, წვენი, შოკოლადი, ზეთი, კიტრის მარინადი, შვრიის ფანტელი, ლიმონათი, ტომატ პასტა, შედედებული რძე, ნუტელა, ნესკვიკი, ორცხობილა და მედიკამენტები).... ეს აქცია შედგა ფონდი SOCO-სა და ალექსანრე ქობალიას მხარდაჭერით
- 2018 წლის 26-27 მაისს საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი SOCO-ს მობილური სამედიცინო ჯგუფი ეწვია იმერეთს, კერძოდ ბაღდათის რაიონს ( სოფელი ფერსათი) და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს ფერსათისა და მეზობელი სოფლების მოსახლეობას, ასევე დახმარების სახით გადასცეს შესაბამისი მედიკამენტები. მობილური ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ფტიზიატრი (პულმონოლოგი), გინეკოლოგი, კოლპოსკოპისტი და ექოსკოპისტი.
- 2018 წლის 31 მარტს საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი SOCO-ს მობილური სამედიცინო ჯგუფი ეწვია წეროვნის დევნილთა დასახლებას და სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს სამაჩაბლოდან დევნილ მოსახლეობას, ასევე დახმარების სახით გადასცეს შესაბამისი მედიკამენტები. მობილური ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ფტიზიატრი (პოლმონოლოგი), გინეკოლოგი, კოლპოსკოპისტი და ექოსკოპისტი. ეს ვიზიტი განხორციელდა ჰოლანდიელი სპონსორისა და საქართველოს უნივერსიტეტის თანადგომით და დახმარებით.
- 2018 წლის 3-4 მარტს საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი SOCO-ს მობილური სამედიცინო ჯგუფი კიდევ ერთხელ ეწვია ზუგდიდი რაიონს, კერძოდ ქ. ზუგდიდსა და სოფელ ბაშს (კორცხელი). სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებმა უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს ადგილობრივ მოსახლეობას და ასევე დახმარების სახით გადასცეს შესაბამისი მედიკამენტები. მობილური ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, ფტიზიატრი (პულმონოლოგი), გინეკოლოგი, კოლპოსკოპისტი და ექოსკოპისტი
-
22 იანვარს ქ-ნმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში საშობაო საჩუქრები დაარიგა. მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ 40 ოჯახს, პროდუქტების 100-ლარიანი ვაუჩერი და მედიკამენტები გადაეცათ. ასევე, შემწეობა მიიღეს მარჩენალდაკარგულმა პენსიონერებმაც. საშობაო საჩუქრები ჰოლანდიური ფონდ " შარიპის" და "SOCO" -ს ეგიდით დარიგდა.