
- 25 ნოემბერს ფონდმა SOCO-მ მუკოვისციდოზით დაავადებულ 19 ბენეფიციარს კვლავ დახმარების სახით გადასცა მედიკამენტი კრეონი და პატარა ამანათი.
- ,,დები ზარანდიების სახელობის სასტიპენდიო პროგრამა“ კვლავ გრძელდება.
25 ნოემბერს შედგა 2017-2018 სასწავლო წლის სტიპენდიატებთან შეხვედრა, ამჯერად 10 სტიპენდიატი გვყავს საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან (ზუგდიდი, ხობი, ქობულეთი, გორი, თბილისი...)
,,დები ზარანდიების სახელობის სასტიპენდიო პროგრამა" დაწესდა ლიზისა და ინდირას ხსოვნის მისაგებად, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ 2015 წლის თბილისის წყალდიდობის დროს. ეს სასტიპენდიო პროგრამა უკვე მესამე წელია მიმდინარეობს და მთლიანობაში 56 სტუდენტს დაეხმარა.
იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ფონდის ამგვარი თანადგომა გარკვეული სტიმული იქნება ამ ახალგაზრდების წარმატებული სწავლისათვის.
- ფონდი SOCO გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ( 1 ივნისი) და ამ დღესთან დაკავშირებით მუკოვისციდოზით დაავადებულ 16 ბენეფიციარს (ბავშვებს, გარდა ერთისა) კვლავ დახმარების სახით გადასცა მედიკამენტი კრეონი. ასევე ,,დაბე" ჯგუფის თანასპონსორობით მათ კვების ამანათებიც დაურიგა ( წიწინურა, ბრინჯი, შაქარი და მაკარონი)
- 7 მაისს ფონდმა SOCO-მ ფონდის ,,დები ზარანდიების სახელობის" სტიპენდიატებისთვის განახორციელა კულტურულ-შემეცნებითი გასვლა კახეთის რეგიონში. სტუდენტები ესტუმრნენ სიღნაღის რაიონში მდებარე სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირს თემს ,,ქედელს", სადაც გაეცვნენ მათ ყოველდღიურ ყოფასა და საქმიანობას. დაათვალიერეს მათი საცხოვრებელი გარემო, სახელოსნოები და მათთან ერთად განახორციელეს სხვადასხვა სახის აქტივობები და ერთმანეთს დადებითი ემოციებით აღსავსე სასიამოვნო დღე აჩუქეს. შემდგომ სტუდენტებმა ბოდბეს დედათა მონასტერი მოინახულეს. მოგვიანებით ესტუმრნენ სიღნაღში მდებარე ჯონ ვურდემანის მიერ გახსნილ ღვინის კომპანიის ,,ხოხბის ცრემლების“ ბარსა და მარანს, სადაც დაათვალიერეს უძველესი მარანი, გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების უნიკალურ ტექნოლოგიასა და მიიღეს მეტად საინტერესო ინფორმაცია ქართული ყურძნის უნიკალური და მრავალფეროვანი ჯიშების შესახებ, ასევე მიეცათ შესაძლებლობა მოეხდინათ მათი ღვინოების დეგუსტაცია.. ბოლოს ულამაზეს ყვარელსაც ესტუმრნენ.
-
22 აპრილს ფონდი SOCO-ს მობილური სამედიცინო ჯგუფი ეწვია დაბა კოჯორს და ადგილობრივ მოსახლეობას ჩაუტარა უფასო კონსულტაციები და გამოკვლევები, პაციენტების გადასცა შესაბამისი მედიკამენტები.
ხოლო ჩვენი ფონდის სტუმარმა ქალბატონებმა (ამერიკიდან და პოლნეთიდან) ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს - 12 აპრილს ჩვენმა ფონდმა 26 სოციალურად დაუცველ ოჯახს ზუგდიდსა და წალენჯიხაში დახმარების სახით გადასცა 30კგ.პროდუქტების სააღდგომო ამანათი. ეს აქცია განხორციელდა ფონდი soco-ს , პროფესორ რ. ედვარდსისა (აშშ) და ალექსანდრე ქობალიას სპონსორობით
- 28 თებერვალს ჩვენმა ფონდმა მუკოვისციდოზით დაავადებულ 17 ბენეფიციარს
კვლავ დახმარების სახით გადასცა მედიკამენტი კრეონი
- 18 და 25 თებერვალს ფონდი SOCO-ს მობილური სამედიცინო ჯგუფი ეწვია ბოლნისის რაიონის სოფლებს: ტალავერსა და დარბაზს, ადგილობრივ მოსახლეობას ჩაუტარა უფასო გამოკვლევები და პაციენტების გადასცა შესაბამისი მედიკამენტები.
- 21-22 იანვარს ფონდი SOCO-ს მობილური სამედიცინო ჯგუფი ეწვია ზუგდიდს, სოფლებს ზედა ეწერსა და კახათს და ადგილობრივ მოსახლეობას ჩაუტარა უფასო გამოკვლევები სხვადასხვა სპეციალისტების მიერ, ასევე პაციენტების გადაეცათ შესაბამისი მედიკამენტები. მობილური ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი , ნევროლოგი , ტუბერკულოზის სპეციალისტი (პნევმოლოგი), გინეკოლოგია, კოლპოსკოპისტი და ექოსკოპისტი. პაციენტების გასინჯვაში მონაწილეობას სანდრა რულოვსიც ღებულობდა.
- 4-5 იანვარს 43 ოჯახმა ზუგდიდის, წალენჯიხის, ქუთაისის, ქობულეთის, თბილისის, ჭიათურის, ბაღდათის, რუსთავის და გორის რაიონებში საჩუქრად მიიღო საშობაო ამანათი ფონდ SOCO-სგან. ეს არიან ოჯახები, რომლებმაც დახმარებისათვის თხოვნით მიმართეს ფონდს და ქ-ნ სანდრა რულოვს. ეს აქცია ხატია ბუნიათიშვილის, ალექსანდრე ქობალიას და ფონდი SOCO-ს სპონსორობით შედგა.
2016 წელი
- 22 ნოემბერს გაიმართა ფონდის მიერ დაწესებული ,,დები ზარანდიების სახელობის სასტიპენდიო პროგრამის“ 2016-2017 სასწავლო წლის სტიპენდიატებთან შეხვედრა-პრეზენტაცია . ეს სასტიპენდიო პროგრამა უკვე მეორე წელია რაც არსებობს და დახმარებას უწევს სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ შეჭირვებული ოჯახებიდან, რომელნიც სხვადასხვა უნივერსიტეტებში იღებენ უმაღლეს განათლებას . სტიპენდია მოიცავს წელიწადში 8 თვეს და თვიური დახმარება თითოეული სტუდენტისათვის შეადგენს 150 ლარს. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ფონდის ამგვარი თანადგომა იქნება გარკვეული სტიმული მათი წარმატებული სწავლისათვის. სტიპენდიატთა რიცხვი წელს უკვე 26 შეადგენს.
- 20 ოქტომბერს ჩვენმა ფონდმა მუკოვისციდოზით დაავადებულ 16 ბენეფიციარს ( უმეტესად ბავშვებს) კვლავ დახმარების სახით გადასცა მედიკამენტი კრეონი
- ოქტომბერში ფონდმა soco-მ კვლავ განახორციელა კიდევ ერთი ჩვენი პატარა ბენეფიციარისთვის (6 წლის იესე ახალაია) ორთოპედიული ოპერაციის დაფინანსება( ორივე ბარძაყის ძვლიდან ფიქსატორის ამოღება და ორმხრივი აქილოპლასტიკა). ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა..
- ოქტომბერ-ნოემბერში ფონდმა განახორციელა რამდენიმე ინდივიდუალური დახმარება ( მედიკამენტები, ჰიგიენური საფენები, ბავშვთა კვება და ა. შ.)
-
სექტემბერში ჩვენი პატარა ბენეფიციარისთვის (12 წლის გიორგი ჯანელიძე) ფონდმა განახორციელა ორთოპედიული ოპერაციისა და ტერფის ორთეზის დაფინანსება
-
1 ივნისს ჩვენმა ფონდმა მუკოვისციდოზით დაავადებულ 13 ბავშვს დახმარების სახით გადასცა მედიკამენტი კრეონი
- ყოველთვიური ინდივიდუალური დახმარება გაწევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 6 ოჯახისთვის
- სამედიცინო მობილური ჯგუფის მიერ განხორციელდა ვიზიტები აჭარასა (23-24 იანვარი:
ქობულეთის რაიონი სოფ. ჩაქვი, 9-10 აპრილი: ქობულეთის რაიონი სოფ: ბობოყვათი )და დუშეთის რაიონში - 23 მარტს ფონდმა განახორციელა ,, დები ზარანდიების სახელობის სტიპენდიატებისთვის" შეხვედრა-საღამო თანამედროვეობის ცნობილ პოეტთან ბატონ კოტე ყუბანეიშვილთან
- 31 იანვარს ფონდმა soco-მ ,, დები ზარანდიების სახელობის სტიპენდიატებს" უმასპინძლა სპექტაკლზე თავისუფალ თეატრში ,, ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს"