in English
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • პროექტები/დონორები
  • მედია
  • გალერეა
  • შემოწირულობა
  • კონტაქტი
  • პროექტები 2022
  • პროექტები1998-2013
  • პროექტები 2014
  • პროექტები 2015
  • პროექტები 2016
  • პროექტები 2017
  • პროექტები 2018
  • პროექტები 2019
  • პროექტები 2020
  • პროექტები 2021
  • პროექტები 2016
    • 22 ნოემბერს  გაიმართა ფონდის მიერ დაწესებული ,,დები ზარანდიების სახელობის სასტიპენდიო პროგრამის“  2016-2017 სასწავლო წლის სტიპენდიატებთან შეხვედრა-პრეზენტაცია . ეს სასტიპენდიო პროგრამა უკვე მეორე წელია რაც არსებობს და დახმარებას უწევს სტუდენტებს საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ შეჭირვებული ოჯახებიდან, რომელნიც სხვადასხვა უნივერსიტეტებში  იღებენ უმაღლეს განათლებას . სტიპენდია მოიცავს წელიწადში 8 თვეს და თვიური დახმარება თითოეული სტუდენტისათვის შეადგენს 150 ლარს. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ფონდის ამგვარი თანადგომა იქნება გარკვეული სტიმული მათი  წარმატებული სწავლისათვის. სტიპენდიატთა  რიცხვი წელს უკვე 26 შეადგენს.

     

                  

    • 20 ოქტომბერს ჩვენმა ფონდმა მუკოვისციდოზით დაავადებულ 16 ბენეფიციარს ( უმეტესად ბავშვებს) კვლავ დახმარების სახით გადასცა მედიკამენტი კრეონი      

     

                                 

    • ოქტომბერში ფონდმა soco-მ კვლავ განახორციელა კიდევ ერთი ჩვენი პატარა ბენეფიციარისთვის (6 წლის იესე ახალაია) ორთოპედიული ოპერაციის დაფინანსება( ორივე ბარძაყის ძვლიდან ფიქსატორის ამოღება და ორმხრივი აქილოპლასტიკა). ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა..

     

                   

    • ოქტომბერ-ნოემბერში ფონდმა განახორციელა რამდენიმე ინდივიდუალური დახმარება ( მედიკამენტები, ჰიგიენური საფენები, ბავშვთა კვება და ა. შ.)
    • სექტემბერში ჩვენი პატარა ბენეფიციარისთვის (12 წლის  გიორგი ჯანელიძე) ფონდმა განახორციელა ორთოპედიული ოპერაციისა და ტერფის ორთეზის დაფინანსება

                                 

    • 1 ივნისს ჩვენმა ფონდმა მუკოვისციდოზით დაავადებულ 13 ბავშვს დახმარების სახით გადასცა მედიკამენტი კრეონი

       

    • ყოველთვიური ინდივიდუალური დახმარება გაწევა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 6 ოჯახისთვის
    • სამედიცინო მობილური ჯგუფის მიერ განხორციელდა ვიზიტები აჭარასა (23-24 იანვარი:
       ქობულეთის რაიონი სოფ. ჩაქვი,  9-10 აპრილი:  ქობულეთის რაიონი სოფ: ბობოყვათი )და დუშეთის რაიონში
    • 23 მარტს  ფონდმა განახორციელა ,, დები ზარანდიების სახელობის  სტიპენდიატებისთვის" შეხვედრა-საღამო თანამედროვეობის ცნობილ პოეტთან ბატონ კოტე ყუბანეიშვილთან 
    • 31 იანვარს ფონდმა soco-მ ,, დები ზარანდიების სახელობის  სტიპენდიატებს" უმასპინძლა სპექტაკლზე თავისუფალ თეატრში  ,, ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს"
    © 2017 SOCO